Thursday, November 26, 2009

ამოჩემებული

ალბათ მუსიკაზე გადაგაქვს ადამიანს უდიდესი მიდრეკილება, ისტერიულად მიეწებო რაღაცა სასურველს და ვერავინ და ვერაფერმა შეგიშალოს ხელი ამაში:) გულდამშვიდებით, ისე როგორც შენ გინდა, იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შენ გინდა, შენი ამოჩემებული მუსიკა შენთან არი. ისეთი ემოციით, როგორიც გინდა. მოკლედ სრული თავისუფლებაა. ბოლომდე გაჭედვის უფლებას რო გაძლევს ისეთი.

ჩემი ფლეილისტის გადამწვარი, გაუგონრად ბევრჯერ მოსმენილი სიმღერები სხვადასხვა დროს სხვადასხვაა. ამ ბოლო დროს კი აი ესენია, რაც ავიკვიატე:

Nina Simone - Just in Time
Jamie Cullum - Singing in the Rain
The Temptations - Night and Day
Oscar Peterson - Goodbye
Snow Patrol - Chasing Cars
Etta James - At Last

დიდი მადლობა დვორსკის სახალისო ესტაფეტისთვის:)

Wednesday, November 25, 2009

ჰა?

დღეს ისე უაზროდ გავაპროტესტე რაღაცა, მე თვითონ გამიკვირდა. პირდაპირ ვენები გადავიჭერი, ისტერიკაში ჩავვარდი. სადღაც უნდა დამერეკა უბრალოდ, და მე ფეხები გავაფართხალე, არ დავრეკავ მეთქი. ახლა ვზივარ აუტიკი ბავშვივით და მივშტერებივარ ჭერს.
დიდი ხანია, სინანულს აღარ შევუწუხებივარ და აჰა, ფორმაში რო ვიყო, ვვარჯიშობ.
დურა.

Monday, November 9, 2009

ლიტერატურული თამაში (გარდამავალი დროშა კალოსგან:))

ვგიჟდები კითხვა–პასუხზე და შესავსებ რაღაცეებზე:)) თან ასეთი – ნამდვილი – ძაან მახალისებს! yay:)
:ნასტარტვნიმანიემარშ:

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
პატრიარქის შემოდგომა, მარკესი. ტანზებურძგლებისდამყრელი და სუნთქვისშემკვრელი. და აღფრთოვანებული ვარ ელზა ახვლედიანის თარგმანით კიდე, სულ ამას გავიძახი.

2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
პოეზიასთან ისეთი უაზრო დამოკიდებულება მაქვს, აუხსნელი... თუ ვკითხულობ მომწონს, მაგრამ როდის ვკითხულობ, რატო და რა ვითარებაში, გაურკვეველია. არ არსებობს ჩემი სურვილით ავიღო და წავიკითხო, რაღაცა გარემოება მიბიძგებს ხოლმე სულ. რაღაცეები წამიკითხავს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რამე მესმის პოეზიაში:)
გალაკტიონის რამდენიმე საოცრება (ლექსადწოდებული) მომწონს ოღონდ:) ანგარიშმიუცემლად და უკანმოუხედავად:)

3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
ხუთი. ვივაჭროთ?:)) ან ტირეებით ან სლეშებით რო გამოვყო, არ შეიძლება?:)
ნოდარ დუმბაძე. მარკესი. ასტრიდ ლინდგრენი. ოთარ ჭილაძე. გურამ დოჩანაშვილი.

4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
ძალიან ბევრ წიგნზე მიტირია, მარა დედოფალ მარგოზე ისე დავისიე თვალები, არ დამავიწყდება არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს:)))))) ლა მოლს და კოკონასს რო თავები დააგდებინეს, ცხოვრება გათავდა აი მანდ:))

5. რომელ წიგნს დასცინეთ?
კოელიოს "11 წუთს". გვარიანი დებილობაა ჩემი აზრით.

6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
ნოდარ დუმბაძეს.

7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
გამეღიმა ამაზე:) უამრავია, სულ ჩემთან როა და ვერავინ რო ვერ წამართმევს ისეთები სულ, პა განწყობუ:))
ერთს დავწერ აქ: 'ერთი ორი სამი, ერთი ორი სამი, რა უბედურებაა ეს ჯარი, ოთხამდე რომ გინდოდეს დათვლა, მაინც სამზე ჩერდები':)) – დუმბაძე, ნუ გეშინია დედა.

8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
'ჩვენც სალტკროკელები ვართ', ასტრიდ ლინდგრენი:) ვერასდროს ვერ ვიტყვი ან დავწერ, რა არი ეს წიგნი ჩემთვის:) რა ბავშვობა, წუხელ დავხურე და დავიძინე:) მემილიონედ:))

9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?
არამგონია ოდესმე მეფიქროს ამაზე, ჰმ... უცნაურია

10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?
არც მიცდია:) რაღაცა არ დავინტერესებულვარ. და კიდე სკოლაში მიშლიდა ნერვებს რო მეკითხებოდნენ, რა წაიკითხე ამ ზაფხულსო:)) რატო მიშლიდა ვერ გეტყვით, უბრალოდ არ მიყვარდა ამაზე ლაპარაკი.

ხოდა ისა, ცისიას და პაჭოს კალომ გადაულოცა და მე აგერ მარიკას ვთხოვ, ორიოდე სიტყვით:))))

I can't stop smiling:)

I just can't:)

Tuesday, November 3, 2009

Sweet sweet MJ

ვუყურებ ამ დოკუმენტურ ფილმს, მარტიდან ივნისამდე რეპეტიციების ჩანაწერს და გული მიკვდება, რა ვქნა...
50 წლის კაცია ამ ფილმში ჯექსონი. მართლა ორმოცდაათი წლის კაცი, აი რო იტყვი და გაიაზრებ, ისეთი ორმოცდაათის.
სასოწარკვეთილი ორმოცდაათის, რო აღარ შეუძლია ისეთი ორმოცდაათის, სახსრები რო ტკივა და არ იმჩნევს, ისეთის, და თავგანწირვით რო მღერის და ცეკვავს მაინც, აი ისეთის:(
და ხმა? ღმერთო, ნეტა საერთოდ არ მენახა და მომესმინა ეს აჭრილი ჩურჩული...:( ცუდად გავხდი:(
მარა არაფერი რო არ დავიწყებია მაინც, არც ერთი ბგერა, არც ერთი მოძრაობა, შეიძლება საწყალობელი ნარჩენია ლეგენდიდან, მაგრამ it's still all there, and inside he's dancing:( დაფრინავს ეს ბექ–სასტავი, დაუჯერებელ მოძრაობებს აკეთებენ, ბედნიერები რათქმაუნდა და საშინლად მონდომებულები, ძაან საყვარლები არიან, მაგრამ ეს მაინც არ არი ის. ამათ ნასწავლი აქვთ, ნავაჯიშები არიან რაღაცნაირად. კახექსიური და რბილღიმილიანი ჯექსონი მაინც ბევრად უკეთ ცეკვავს მგონია.
ვიტირე მეეეე
მოვკვდი ტირილით
საერთოდ ვერ ვამბობ რაც მინდა რო ვთქვა, მარა რამე რო არ დამეწერა გადავირეოდი
He's a legend. Period.

რაღაც სტატიას გადავაწყდი ახლა კიდე. ჰმ, პრინციპში ბევრ რამეში ვეთანხმები...

'...For a man who so desperately wanted to show us perfection - or at least project the illusion of it - Jackson would never, ever want us to see this film.'

'This Is It' doesn't exactly thrill

By Chris Richards
Washington Post Staff Writer
Wednesday, October 28, 2009