Friday, July 3, 2009

Neverland...

წუხელ ჯექსონი დამესიზმრა.
იმიტო რო ყველაფერი წავიკითხე, ყველა ინტერვიუ ვნახე, ყველა დოკუმენტური, ყველა ფოტო და ყველა სიმღერას მოვუსმინე, რაც ოდესმე უმღერია. უცნაურია, წლებია აღარ მომისმენია ჯექსონის მუსიკისთვის, არც მქონდა არაფერი. რაც მახსოვდა იყო გონებაში გამჯდარი ბავშვობისდროინდელი მელოდიები. ძილში რო შემანჯღრიო რო წავიღიღინებ, ისეთები. და ეს დღეებია სხვას ვერაფერს ვერ ვუსმენ. მთელი დისკოგრაფია ჩამოვქაჩე.
უკიდურესად მეცოდება... აი ახლა ვუსმენ და თანდათან ვიხსენებ, ოთხმოციანების რაღაც მელოდიას რო წავწყდომივარ ახალ ფილმებში და ძალიან მომწონებია. ყველაფერი ჯექსონისაა.
ინტერვიუებმა გამაოცა. საერთოდ სხვა ადამიანი ლაპარაკობს ჟურნალისტთან და საერთოდ სხვა ადამიანი მღერის სცენაზე და კლიპში. აი ვაბშე გარდასახული. მე ვნახე, რო სინამდვილეში გამხდარი ტიპი იყო, მძიმე ავადმყოფი და ავადმყოფური გარეგნობით, ქალის ხმით და ბავშვური სიცილით, გვარიანი ექსცენტრიკი, არანაირად ბედნიერი, მარტოსული, ცოტა სასაცილოდ მოცეკვავე, ბრჭყვიალა და საოცრად ნიჭიერი. თუმცა მე არ ვიცი რა იყო სინამდვილეში, საერთოდ არავინ არ იცის და არც დაიბრალოს ვინმემ წაკითხულით და თუნდაც დოკუმენტური ფილმის ნახვით, მაგრამ არასოდეს არ დავიჯერებ იმ საზიზღრობებს, რასაც წერენ და გაიძახიან. ვსო.
მაგრამ საქმეც ისაა, რომ არ მაინტერესებს მის სულში ხელების ფათური. და მეზიზღება ჟურნალისტები. განსაკუთრებით ის იდიოტი ინდუსი, მარტინ ბაშირი, 2003 წლის დოკუმენტური ვინც გააკეთა. კრეტინი. და ხალხი კიდე გამოტვინებული. ნახეთ აქ აი ამ ბაშირის ფილმი.
ოფრა უინფრის გაკეთებული ინტერვიუ უძველესია, 1993 წლის და ცოტა შელახული ხარისხის, მაგრამ მაინც დავდებ. ვერ ავქაჩე რაღაც... აჰა, როგორც იქნა
რაღაცა არ შემიძლია რო იკრიჭებიან უაზროდ და სისულელეებს ამბობენ ჯექსონზე, მითუმეტეს ახლა. ცვილის ცხვირი ქონდა და პედოფილი იყო და თავის ბავშვს აივნიდან აგდებდა და ეგეთი გაუგონარი კრეტინობები. თუ ვინმე ასეთი კომენტარის დასატოვებლად შემოვა, თავზე გადავალეწავ ამ ბლოგს. რას აგდებდა თქვენი თვალით ნახავთ ამ კადრებზე, თუ ნახავთ. რამ შეარყია ეს ხალხი არ მესმის.
მე მეჩვენა რო ძაან საყვარელი იყო, უცნაური და საყვარელი და ძალიან უბედური და მარტოსული:(
და უნიჭიერესი.
როგორ მწყდება გული არ იცით. რა უცნაურია, რაღაცა ძალიან შეჩვეული რამე რო აღარ არსებობს ... ჯექსონისთვის საერთოდ რო არ მომესმინა, თურმე მინდოდა რო სადღაც ყოფილიყო. არ მეგონა თუ ასე განვიცდიდი.
ვანო იკრიჭება, მისი ფანები თავს იკლავენ და აბა ჰე, შენ იციო.
ამაზე ვერ ვბრაზდები ოღონდ:)) გიჟუნიაა ვანიჩკა:))
ხოდა, რაღაცა დამიწერია ადრე, აგე, და შემრცხვა. უგულო პოსტი. რას ვჯღაბნიდი საერთოდ, დურა.