Thursday, September 11, 2008

არშემიძლიები

არ შემიძლია კაცი რო ბევრს ლაპარაკობს. რა უბედურებაა. როგორ უნდა იქაქანო გაუთავებლად, ვერ ვიგებ. ყველა თემაზე, ყვეეელაფერზე შეიძლება გინდოდეს ლაპარაკი?? და ყველაფერში ექსპერტი იყო კიდე. დაუჯერებელია. ძაან სასაცილოდ ჩანს.
და რაღაცნაირად მუდმივად 'აღფრთოვანებული' ადამიანები?
აჩქარებული კადრივით ადამიანები?
აუუ და ისა, რაღაცის აღწერას რო ცდილობენ მრავალსიტყვაობაში ჩაფლულნი კიდე, აი ესე იგი საყელო როგორი იცი? [ჩაკითხვა: როგორიიი?] როგორი და სტაიაშჩი და ასე ირიბად წამოსული და მარჯვნივ ოდნავ ჩამოწეული და თმის ფერი იცი როგორი? [ჩაკითხვა: როგორიიი?] როგორი და აი არცისეინტენსიური პიორუშკები რო აიღო და მერე რო ქერად გადაიღებო და აუ იცი როგორი სახლიააა? აი შესასვლელში პარკეტი და მარჯვნივ გადიხარ ზალაში და ზალიდან აივანზე, მარა აივნის კარამდე ნიშაა და იქ დგას სავარძელი და მარცხნივ კიდე ფანჯარა...
სად შემიძლია უიმმმ.
არ მესმის, ვერ ვხვდები ვერაფერს ეგეთი აღწერებით, დებილი ვარ?? მარჯვენას და მარცხენას დაძაბვის გარეშე ვერ ვარჩევ, და არ მაინტერესებს ეს ჰოლი და ზალა როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან, არც მიკითხავს ვაააჰ... :ესინჩმაზალოტიპატოო:

სურათი მაჩვენეთ თუ მაინცდამაინც, ფოტო! ვსო.

10 comments:

ballroomdancing said...

vaime, dzaan vicine:) zustad egrea. haha, magari khar keti.:)

Sweet said...

ლოოოოოოოოოოლ

))))))))))))))

jaco said...

„ყველა თემაზე, ყვეეელაფერზე შეიძლება გინდოდეს ლაპარაკი?? და ყველაფერში ექსპერტი იყო კიდე.“
ჩვენი ქართველების საყვარელი თვისებაა ეგ:)

Anonymous said...

:)))))

путшщыш чфк йуЕумфт путшщышб ьфЫ!

მეოთ შრიფტი ამერია და წერია ეს:

გენიოსი ხარ ქეთო გენიოსი, მაშ!

:)))))))))))

ketketa said...

:))))
მემგონი უფრო ნევროზი მაქვს, დათა:)))))

Kalo said...

vaime, am ggoze me vgijdebi. da imaze ar gijdebi? ragacas rom kvebian da shua mokolashi sxva ragacaze rom gadadian, mere isev ubrindebian pirvel temas, mere isev ro zadnaven da gantotvilad rom kvebian shentis absoluturad uintereso ragaceebs? ici ra mchirs aset adamianebze? minda, rom davixshi sainformacio gru :-):-)

Anonymous said...

საშინლად არ მიყვარს ასე მოლაქლაქეები. არ მიყვარს რა, ვერ ვურთიერთობ.
როცა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი და მსგავსი თემები აინტერესებთ და ა. შ.

კიდევ, აქ არ წერია , მარა გამახსენდა:)
ნაცნობი რომ შმხვდება და მოურიდებლად თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს და კითხვებს მისვამს, სად გავიქცე აღარ ვიცი..
ნუ დათვალიერება:რა გაცვია და ასეთები..

მოკლედ, ასე წვრილმანებზე ჩაკირკიტებულებთან ვერ...

:)

ketketa said...

ვაიმეე, განტოტვლად რო ყვებიააან:))))))))))))))) კალო, შენ რა გითხარი:))))))))))
:ხოდარასგეუბნებოდიი:

და დამთვალიერებლები, ქეეეთ:))))
ხალხო, რა დღეში ვართ:))))))

© said...

ჩამოვა ახლა საქართველოში 200 დამკვირვებელი. ნეტა ისინიც ასე აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერებენ?! :)))

Anonymous said...

ჰაჰაჰ )))

აუ როგორ მეზარება ადამიანები ამ ბოლო დროს, წავიკითხე ეს პოსტი და ნერვებმა გამკრა ხერხემალში :D