Monday, October 29, 2007

ჩირი

არეული ფიქრები, არეული...
მერე შიში – ლორწოიანი, საზიზღარი, ცივი აბლაბუდა.
ძილი, რომელიც არ მოდის. და თუ როგორღაც მოდის, თან მოათრევს ვიღაც უსიამოვნო ტიპებს და მთელი ღამე დათარეშობენ ოთახში. და მე თავს ვიმძინარებ რო ყურადღება არ მივიქციო, ახლოს არ მოვიდნენ ბერტა მეისონივით სანთლით ხელში და შეშლილი სახეებით.
ну жуть...

იმ დღეს პატარა ბავშვის ხელს ვაკვირდებოდი. ისეთი ფანტასტიური იყო, თვალი მომტაცა პატარა ფუნჩულა ხელმა, გაშლილი პაწაწუნა თითებით. ანგარიშმიუცემლად იქნევდა, ატყაპუნებდა... რაღაცა იყო იმ რამდენიმე წუთში განსაკუთრებული. უთბილესი განწყობა. საშინლად დაძაბული ვიყავი და უცებ მოვეშვი და გამეღიმა...:)

უნდა გქონდეს ადამიანს სადმე ერთ პატარა ყუთში მოგროვილი ასეთი განწყობები, გამხმარი:)) ჩირები რა:))) და ძაან რო გაგიჭირდება, აიღო ეს ყუთი, გაანჯღრიო და მერე თვალდახუჭულმა ამოიღო რომელიმე და გაიღიმო:)
ფერად–ფერადი, სურნელოვანი განწყობების ჩირები:)

ნეტა რა ფერი იქნებოდა წვიმიან საღამოს ბუხართან ჯდომის და ფიქრის ჩირი? და რა სურნელი ექნებოდა...

ალბათ ჩემი ბუხრის ფერი და ბოლის სუნი:)

2 comments:

© said...

ქეთ, რა თბილად წერ...

თუ იცი/გახსოვს, ერთი ტიპი აგროვებდა წამებს. მეც მიფიქრია ამაზე და დამიწერია კიდეც. აგროვებდა ჰაინრიხი. სახელი იმედია არ მეშლება. პერსონაჟი წიგნისა ”კლოუნის თვალთახედვა”...

ჰოოო და....

არაფერი, რა. რაღაცნაირად ალალი ხარ და თბილი და კაია ეს :)

ketketa said...

:)
ელის, რა საყვარელი ხარ:)