Wednesday, June 27, 2007


ოო, მეზარება, ყველაფერი მეზარება...

Friday, June 22, 2007

Do you Jazz?

საოცარი და თან ძაან ჩვეულებრივი მუსიკაა ჯაზი.
როცა უსმენ ზუსტად ისაა, რასაც გრძნობ, იმიტომ რომ თუ არ გრძნობ ვერ მოუსმენ...
Jazz your life, people:)

თუ გინდათ მოუსმინეთ ბილი ჰოლიდეის და ოსკარ პიტერსონს:) ნუ თუ გინდათ..:)

Wednesday, June 20, 2007

ბურუსი...


ბურუსი... La Niebla ყოფილა ესპანურად, ქართულად და ესპანურად ერთნაირად კარგად ჟღერს ეს სიტყვა, განწყობაც ერთნაირად კარგად მოაქვს...
მერე დავწერ ალბათ ავტორზე... მიგელ დე უნამუნო, არაჩვეულებრივი მწერალი და მოაზროვნე. რაღაც მასალებს ვაგროვებ და დავწერ

Tuesday, June 19, 2007

Adiós Ayer...


გუშინ გავიგე, დევიდ ბექჰემი შტატებში გადადის საცხოვრებლად თურმე, ცხოვრებას კიდე რა უშავს, ფეხბურთი უნდა ითამაშოს თურმე ამერიკულ კლუბში... ნუ კაკ?

– გამოსულელებულა ბატონი ბექჰემიო, იტყოდა ბებიაჩემი, ეგაა კაცი რო ცოლის ჭკუაზე გაივლისო, რა გამოდგა ეს ვიქტორია მაინც, ადამსების გვარს ბლომად რო ჰყვანდა ოფოფები კი ვიცით მარა ეს გოგო მაინც განსაკუთრებული მეტიჩარა აღმოჩნდაო (ბებიაჩემი პროგრესული ქალია, დიახ)

დიზაინერობა გადაუწყვეტია ადამსების გაჩხიკულ ასულს...ამერიკულ მოდას უცილებლად დაეტყობა ვიქტორია ადამსის ხელი, აბა რა...



Monday, June 18, 2007

დღეს


– ჩემი ბეჭედი უნდა იყოს მზად, შპს "ტყლარწვა"... აჰა, ესაა, მადლობთ – რომელიღაც ბუ(წ)იკის საოცრად ჩაცმულმა მეპატრონემ შემოჰყო თავი შტამპების დამამზადებელ სოროში. მე რაღა მინდოდა? ჰო, მე ჩემი წილი შტამპები წამოვიღე, რაღაცა მწვანე უხეირობა...

ჩემი მეგობარი ბერად შედგა... ძალიან ბევრს ვიფიქრებ დღეს ამაზე.

დეპრესიიდან გუშინ ჩამოვედი, შევრჩი რაღაც, აცივდა მერე, მე კიდე ჟაკეტი არ მქონდა წაღებული და... ალბათ ისევ წავალ, ვნახოთ.

სილამაზე გადაგვარჩენსო, მართალია? თუ გვაბოლებენ ისევ ნეტა?

უბრალო და სრულყოფილი

Лётчик??!


ფრენა თუ არ იცი არ უნდა აფრინდე, მართალია ჩემი მეგობარი ...
ძირს დანარცხებას ვერ ასცდები და იმიტომ.
ტრენერს ვეძებ, ფრენა რო მასწავლოს...

Friday, June 15, 2007

Cosmopolitan


ჟურნალ კოსმოპოლიტენის 1894 წლის მარტის ნომერი...
იბეჭდება 1886 წლიდან...
წარმოუდგენელია
"The magazine currently features feminine topics such as sex, makeup and hair tips..." :)))))

Thursday, June 14, 2007

End of story...


Just nice quotes

“Compassion is not religious business, it is human business, it is not luxury, it is essential for our own peace and mental stability, it is essential for human survival.”

“This is my simple religion. There is no need for temples; no need for complicated philosophy. Our own brain, our own heart is our temple; the philosophy is kindness.”