ორივე ერთსა და იმავეს ფიქრობს, არ ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ ისე ძალიან ფიქრობენ, რომ ბრმაც იგრძნობს, ისე, დაუნახავად, რაღაცით იგრძნობს, გულისცემით გადარეული ტალღების ვიბრაციით ალბათ...
ამ მზერას რო ხედავდეს ბრმა, მთლად გადაირეოდა...
Monday, February 25, 2008
Wednesday, February 20, 2008
არადა ერთნაირი რაღაცეები ხდება

ნეტა რა ხდება ახლა სადმე სხვაგან...
აი ამ წუთას, როცა მე მოწყენილი ვზივარ და სისულელეებს ვწერ, სხვაგან რა ხდება. სხვა ადამიანები რას აკეთებენ. მაგალითად სადღაც კუალა–ლუმპურში...
რა ხდება ერთ ჩვეულებრივ სახლში, ოღონდ სხვაგან.
დაცენტრილი ამელი გამახსენდა, აივანზე რო დგას და ითვლის, რამდენი წყვილი განიცდის ორგაზმს აი ამ წუთშიო:)
Friday, February 15, 2008
'ჩვენც გვინდა'
დღეს ყრუ და ნევროტული ტაქსის მძღოლი შემხვდა.
სიონი მეთქი და მიონთან მიმიყვანა. ვერც გავაპროტესტე უჩვეულოდ რო გადაუხვია, სწყინთ ხოლმე დალოცვილებს, გზას როგორ მასწავლიო და...
გაჩერდა მიონთან და მიყურებს დებილივით.
გავცეცხლდი და გადავირიე, წარმოსახვაში...
მარა დანაშაულის გრძნობამ უცებ შუმახერად გარდასახა და 2 წუთით ადრე მოვქანდი ოფისში.
ძაან გამიმართლა რო, ყველა სხვა მძღოლივით, უბანძესი რადიო იმედი არ ქონდა ჩართული და გონებაშეზღუდული წამყვანი ლალის ხმა არ მესმოდა პარალელურად (ავტოწარმოება რენაულტის(!!) სიახლეებს რო აჟღერებს(!!) ხოლმე).
...ეს ყვავილებიც გამხმარა. კიდე კაი. არ შემიძლია ფოლგაში გახვეული გაუგებარი ყვავილები მანათობელი იასამნისფერი დახვეული ლენტებით, უიმმმ.
ჰოდა იმის თქმა მინდოდა (ვისთვის არ ვიცი მარა მაინც...), გუშინ დამეზარა ამაზე დაწერა და აი დავუშვათ წმინდა გვადალუპეს დღის აღნიშვნა რო მოვინდომოთ, რა მოხდება ნეტა.
აცხონოს ღმერთმა ვალენტინიც და სხვებიც, კაცო, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო სიყვარულისნაირი მშვენიერი მიზეზით სხვა ხალხის დღესასწაულის აღნიშნვის (:)), მარა აზრზე არ არიან ესთეტიკის, მითუმეტეს უცხო ხილის ესთეტიკის, ამიტომაც ჩანს ეს ყველაფერი ასეთი უგერგილო, სასაცილო და ნაძალადევი... როგორც ბევრი რამე ამ ქვეყანაში.
რა ვქნა, რა გავაკეთო...

Tuesday, February 12, 2008
Friday, February 8, 2008
უბრალოდ გადაუარა...
დაკარგულების მეოთხე სეზონი გამოვიდა, ორი ეპიზოდი...
იმდენხანს ველოდე, რო გადამიარა. რა უბედურებაა.
Watching and ... I don't feel kind of really back into it...
ეს მარტივი შემთხვევაა, მარა ხანდახან მნიშვნელოვანი რამეები გადაუვლით ხოლმე ადამიანებს, ფიჰ...

Monday, February 4, 2008
TMI - too much information
დაბალი, სასიამოვნო ხმის ტემბრი
ცოტა ზანტი მიხვრა–მოხვრა და სიარულის მანერა
ოოოოდნავ ზანტი საუბრის მანერა
ოდნავ მოხრილი მხრები
გემრიელი, ღიმილიანი გამოხედვა... ხანგრძლივი, თბილი...
და ხელები... კაცური ხელები

Tuesday, January 29, 2008
Monday, January 28, 2008
Friday, January 25, 2008
ურსულა
ურსულა ჩემი ძაღლი იქნება, ოდესმე. ადრე ვფიქრობდი, ენცოს დავარქმევდი, მაგრამ ახლა ძალიან მინდა რო უსრულა ერქვას, ანუ დამაჩკა იქნება. ზუსტად ასეთი საყვარელი ლაბრადორი მეყოლება. ლამაზ საყელურს გავუკეთებ, მსუბუქად, რო არ ეტკინოს, სახელსაც წავაწერ ზედ.ურსულა იქნება მხიარული და ჯანმრთელი ძაღლი:) ეცოდინება ჩემი ყველაზე საყვარელი რაღაცეები, ფიქრები, მაიმუნობები... და მოეწონება ეს ყველაფერი რათქმაუნდა:) ისეთი გადასარევი არსება იქნება, როგორიც ჩემს წარმოსახვაშია ბავშვობის დროინდელ უსაყვარლეს წიგნში აღწერილი არაჩვეულებრივი ძაღლი (ოღონდ ის სენბერნარი იყო) სახელად ბოცმანი:)
ხო მაგარი სახელია ურსულა? მოგეწონოთ რა:) ვგიჟდები ისე მომწონს, აი თქვით ხმამაღლა, ცოტა ინგლისური აქცენტით, ძაან მაგარია:)
ურსულა...
...იგუარანი
ეს ცხადია ესპანური აქცენტით უნდა თქვათ, ყველა შემთხვევაში გადასარევია
:)
Thursday, January 24, 2008
'Because I knowwwww...'
არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი იციან, აი ყველაფერი.
მათ შეუძლიათ საშინელი, პრეტენზიული ტონით ამტკიცონ, რომ ეგრე კი არა კაცო, აი ასე უნდა ეს, სუფრაზე რო ჯდები ჯერ ცივი საუზმე (!) უნდა შეუკვეთო, მერე ნელ–ნელა ცხელები (!), აბა ვის გაუგია ჯერ ცხელი და მერე ცივი, მოიცა შენ არ იცი და მაცალე, მერე ისა, შქმერული (!), უიმე რანაირად მოიტანეს, არაფერი არ იციან ამ ოფიციანტებმა რა, გაწიე ხელი მე ჩავდგამ, აგერ ადგილია კაცო, მიწიე ეგ ფხალი.... ხო ასე. ახლა ნება მიბოძეთ (!!)... და მერე როგორც ტექსტშია.
მათ ზუსტად იციან გასული თვის მეორე ხუთშაბათს როგორი ამინდი იყო და რატო იყო ისეთი ამინდი
იციან, როგორ არ იციან, შეიძლება არ ამბობენ თორე ზუსტად იციან, რა და როგორ დაიგეგმა ნოემბერში, აი არეულობები რო იყო. აბა რა. რასაც ტელევიზორში (!) ამბობენ ყველაფერი რო ისე იყოს, ეეჰ. აგერ გეტყვი ძმაო რა და როგორ იყო, ისე კი არ გამიგო ეხლა... მარა გეუბნები რო ასეა (აქ მთავარია უბრიყვესი გამომეტყველება და ტონი, კიდე აუცილებელია ყველა, აბსოლუტურად მისთვის უცნობი ადამიანი, ტელევიზორშივე რო ხედავს ხოლმე, სახელებით მოიხსენიოს, ფამილარულად, შეთხზას რაღაც დეტალები მათი ცხოვრებიდან, რომლის შესახებაც მარტო თვითონ იცის და განევრცოს თემაზე).
მაგას კაცო შვილმა ისეთი რამე უყო, არ იცი?? ეეეჰ, რა და .... რაღაც ამბავი.
რაც მთავარია, ასეთ ადამიანებს აუდიტორია ჭირდებათ, ჰაერივით, და ვერ იტანენ, უყურადღებოდ რო ტოვებენ, შეუმჩნევლად, უუუ, მტრისას. ის არშემმჩნეველი ადამიანები კიდე ერთი 'მე ვიცი–ს' თემაზე შექმნილი მწარე თეორიების წყარო ხდებიან უმალ.
ახლა ვიხსენებ, მემგონი მომისმენია ასეთი თეორიები საკუთარ თავზე... ჰეჰ:))
მაინც რა საოცარი კონცენტრაციაა ჩემს ირგვლი ამ ყოვლისმცოდნე ადამიანების?! რა არი ამდენი მრავალპროფილიანი ექსპერტი კაცო, საიდან მოდიან...
ისეთი აღშფოთებული დავდივარ ამ ბოლო დროს, აღარ შემიძლია, ბუტყუნით, ბებერი კაცივით, ფეხით კენჭებს ვისვრი გაბრაზებული. რა უჟასია.
არა არა, აიპოდი მინდა, სასწრაფოდ

Subscribe to:
Posts (Atom)