Katherine Heigl and Jeff Morgan.
Beautiful scene, beautiful performance, just perfect... real and touching and... very sad:(
Wednesday, January 23, 2008
Grey's Anatomy- 17 Seconds
Tuesday, January 22, 2008
ბოსი ბრუნდება
რას ვერჩი, ბუნჩულა კაცია, ჩემი მეგობარი ამბობს, ბაბუაჩემს გავსო:)))მარა ბოსია რა.
წავიდე Welcome back პლაკატი გავუკრა...
hard copy flattering...:)
Friday, January 18, 2008
Let's break free, people, come on
ქარვასლაში ახალი წლის ფესტივალის დახურვაზე ვიყავი იმ დღეს. გარეთ და შიგნით დაახლოებით ერთნაირი ტემპერატურა იყო. რო ვიკითხე პალტო სად დავტოვო მეთქი, ქურქებში გახვეულმა ხალხმა ალმაცერად შემომხედა. პრინციპში მალევე მეთვითონ გადავიფიქრე, ისე ციოდა.
არადა მინდოდა გამეხადა, წვეულებაზე დათვივით გამოწყობილი რაღაც ვერ ვგრძნობდი თავს კარგად.
მერე ისეთი როკი დაუკრეს, როგორ შემოვიძარცვე პალტო არც მახსოვს:)
ფანტასტიკა
ფარფლებით დაიწყეს და ლედ ცეპელინით გააგრძელეს, ისეთი როკენროლური სითბო დატრიალდააა :) ჩემი ჩმორიკი თანმხლები (რას ვერჩი:)) ერთობოდა მარა სულ საათს დაჰყურებდა, ადგილზე ცმუკავდა და გლინტვეინით იჭყიპებოდა, ბოლოს, წადი მეთქი, მარტოკაც კარგად გავერთობი–თქო. მალე წავიდა, აუცილებელი პორცია ბოდიში დამიტოვა და წავიდა :)
ისე მინდოდა ცეკვა, უძალიანესად. ფიჰ...
რატო არ ცეკვავენ, რატო?? სცენა იყო მოწყობილი, წითელი ხალიჩით, ისე გემრიელად შეიძლებოდა გართობა, მარა ვერ... ვააააახ :)
რატო რატო? აი რატო არ გამოდის ვერ ვიგებ.
ერთი ლამაზი გოგო ასევე ლამაზად ცეკვავდა თავის მეგობარ ბიჭთან, უფრო სწორად ამ ბიჭის წინ, ლამაზად, საყვარლად, და ეს .... უიმმმ, უნდილი... რა ჭირთ რა?? რა გჭირთ?? :)

Monday, January 14, 2008
Friday, January 11, 2008
Meet Eliane Elias
არაჩვეულებრივი პიანისტი, სასიამოვნო ხმით და გარეგნობით :)
ბრაზილიელი, ესე იგი კარგი (ასე მსურს მე:))
უნდა არა ის
ერთი ფანჯრის წინ გადის ცხოვრება.
ჩემს ფანჯარას ცამეტი დანაყოფი აქვს. ცამეტი. ოფისის ფანჯარას რათქმაუნდა. აბა ასეთი უსახური ფანჯრები სახლებს არ აქვთ.
ფანჯარა თურქული წარმოშობის სიტყვაა.
ალბათ.
ზიხარ და ფიქრობ, სწორად მოიქეცი თუ არა. სწორად გააკეთე თუ არასწორად. და რა ჯანდაბაა მაინც ეს სწორად, ვინმემ თუ იცის ნეტა.
Through the shit.
ააარა, ასე არ შეიძლება. ასე ვინ აკეთებს. ასე კი არა ისე უნდა, ისე კი არა ასე უნდა.
დოჩანაშვილმა გაიხაროს, არ მომკლა ამდენმა უნდამ?!

Wednesday, January 9, 2008
Monday, January 7, 2008
Sunday, January 6, 2008
со мною вот что происходит...
ახლა 2007 არქივში ჩაიკეცება. როგორ მინდოდააა:) დიდად რატო მინდოდა არ ვიცი, მარა ისე, წამხედურულად ალბათ.
ყველაზე მეტად დრო რო გადის იმას ვერ ვიტან ცხოვრებაში და ყველაზე გადარეულივით მაინც ახალ წელს ველოდები. გაუცნობიერებელი აბსურდია. თან რა, ველოდები ველოდები ასკინკილით, მერე მოდის და რა... ვა, ახალი წელი?! ხარაშო... ი ვსო:)
არადა რო ველოდები მიყვარს, ოღონდ მარტო ახალ წელს, ისე არ მიყვარს ლოდინი, როგორც ასეთი:))
ახალ წელს გილოცავთ, მეგობრებო.
ძალიან ჩვეულებრივ ახალ წელს გილოცავთ.
და თქვენ გააარაჩვეულებრივეთ მერე:)

Subscribe to:
Posts (Atom)