Friday, June 8, 2007

ლეთ მი გოუ რაა...

ცა ფეხად ჩამოდისო ამაზეა ნათქვამი...
შიშინით წვიმს
მშვენიერია...

სახლი, რბილი სავარძელი, სიმყუდროვე და მუსიკა მინდა ახლა, სულაც არ მეპიტნავება ოფისში ჯდომა, მეასე ფინჯანი ყავის სმა და მითუმეტეს მუშაობა, ფიჰ...

პარასკევმა მიწყინა, არასერიოზულად მეპყრობიო, მსუბუქ დღეს მეძახიო, ასე ამბობ, მაშ შენ რა დღე ხარ, კაცი ოცნებობს როგორმე დროზე გაეთრიოო; მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა ჩემი დისკრედიტირებაო და ისეთი დაატრიალა დღეს, ილაჯგაწყვეტილი ვზივარ...

უდაძაბულესი დღე იყო, მე ჩემი – ამან თავისი... დავიქანცეთ

ჰოდა კიდე საკეტების ყველა ხელოსანს გელა რატო ქვია??

Thursday, June 7, 2007

Ella Fitzgerald Sings

და მერილინი

:)
საყვარელია და ლამაზია... შეიძლება შიკი არ აქვს, მაგრამ რაღაცნაირად სხვანაირია
და უბედური იყო...
როგორც ლამაზი და პოპულარული ქალების უმეტესობა

What is beauty for you?





ჟივანშის ორი მუზა სხვადასხვა დროს
ეპოქა და სილამაზე...

Tuesday, June 5, 2007

ჯაზები??:)))

დაცვის ბიჭი შემოვიდა გაწამებული სახით, ოოო, გაბურღეს (!) ტვინი ამ ჯაზებმაო:) პახმელიაზე ვარ, თავი მისკდება, აღარ შემიძლიაო...:)
ისე მითხრა, აშკარად ნუგეშს ელოდა მარა მე თვალების ხამხამით და უინდიფერენტულესი ღიმილით შემოვიფარგლე და გავიდა.
საყვირს ვერ უძლებს...
რამე მაინც ხდებოდეს, გულს გადააყოლებდა. შენც არ მომიკვდე, არავინ არღვევს წესრიგს...

:))))


Celebrities as kids


მიყვარს წვიმა, მიყვარს!:)


Monday, June 4, 2007

Отчий дом


ათასი წელიც რომ გავიდეს, ათასი სხვა ადგილი და გარემო გამოვიარო, ისეთი ბედნიერი, დამშვიდებული, თავისუფალი, მხიარული და სიყვარულით გარემოცული ვეღარსად ვიქნები, როგორც მამისეულ სახლში...

ათი წელია აღარ ვცხოვრობ სახლში, სადაც გავიზარდე, სადაც ყოველი კუთხე–კუნჭული, ყოველი გოჯი ყველაზე საყვარელია ამქვეყნად ჩემთვის, ჩემი ოთახი, რომელიც ამდენი ხნის მერე ისევ საბავშვო ოთახია :) იმიტომ რომ იქ არაფერი შეცვლილა, არც მინდა რო შეიცვალოს, იმდენად საყვარელი და ახლობელია ყველაფერი... ჩემი წიგნები და ძველი ნივთები ისევ ისე დევს, როგორც ადრე, მხოლოდ მტვერს აცლის დედა და ისევ აბრუნებს ძველ ადგილას.

უცნაურია, ყოველთვის სევდიანი ვარ, როცა სახლში ჩავდივარ... არადა ბედნიერების მეტი განცდა არ უნდა მქონდეს წესით.. მაგრამ ვიცი ეს რაცაა. ის დრო რომ აღარასოდეს დაბრუნდება, ჩვენ რომ ისეთები ვეღარ ვიქნებით, უდარდელები, ლაღები, თავზეხელაღებულები, დეეე, მააა–ს ძახილით აქეთ–იქით მორბენალები...

ჩემი მშობლები, ორი უსაოცრესი ადამიანი, აღარ არიან ისეთი ახალგაზრდები, ჯან–ღონით სავსენი... თუმცა უწინდებურად და ათასჯერ უფრო მზრუნველები და მოსიყვარულენი...

ხანდახან ვოცნებობ, დრო გაჩერდეს, ან როგორმე ძააალიან გახანგრძლივდეს რომელიმე უბრალოდ ბედნიერი, სავსებით ჩვეულებრივი წუთი, გატარებული მამისეულ სახლში...

საღამო, სიჩუმე, საოცრად ახლობელი და მხოლოდ ჩემთვის ნაცნობი ხმები, სურნელი...

დედას ნაბიჯების ხმა, ჩქარი, და რო მიპოვის სადმე მჯდომარეს, აქა ხარ დედი? და გამიღიმებს და მომეფერება, როგორც ბავშვობაში... მამაჩემის ხმა, ტკბილი და საყვარელი – ქეთა, დღემ როგორ ჩაიარა მამი? ხო არ მოიწყინე?

რა მომაწყენს...:)

ან სად უნდა გავჩერდე, როცა ამაზე ვლაპარაკობ...

თვალდახუჭულმა რო იარო, ფეხს რო არაფერს წამოკრავ, ხელს გაიშვერ და ზუსტად იმ წიგნს აიღებ, რომელსაც ეძებდი იმიტომ, რომ ზუსტად იცი სად დევს...

აი ეს მიყვარს, შეჩვეული, ჩემი, საყვარელი და განსაკუთრებული... ყველაფერი მიყვარს ასეთი, სახლიც და ადამიანიც, ცხადია...:)

Friday, June 1, 2007