Wednesday, December 31, 2008

I'm done being stupid, cupid:)))

მემგონი ადამიანმა ყოველთვის იცის, სინამდვილეში რა ხდება.
ვის რა განწყობა აქვს შენს მიმართ, ყოველთვის იცი.
ახლა რო ვუფიქრდები, მე ნამდვილად ვიცოდი ყოველთვის, სხვა ამბავია, რო რაღაც სისულელის, ნუ ენითაუწერელი იდიოტიზმის გამო თავს იტყუებ.
რა კრეტინიზმია
რა გამოთქმა ვიხმარო აღარ ვიცი, თავის მოტყუების შემაძრწუნებელი ფენომენის აღწერისთვის.
ოღონდ ჩემ საკუთარ განწყობას რაც შეეხება სხვების მიმართ, აი აქ არასოდეს მომიტყუებია თავი.
და ცოტა მომეშვა... :))) :ირაკლიკაკაბაძე:

Thursday, December 11, 2008

Top

Rolling Stone-მა დაისვა ვიღაც ტიპები, მუსიკოსები, ჟურნალისტები, მუსიკალური პროდიუსერები, და გააკეთა ყველა დროის საუკეთესო მომღერლების 100 კაციანი სია.
ფრიად საინტერესო ხალხია. სია ყველას თავისი აქვს რათქმაუნდა მარა ბევრ საერთო ფავორიტს აღმოაჩენთ აქაც. გაუგებარია, პირველი რატოა არეტა ფრანკლინი ოღონდ.
კიდე უფრო საინტერესო ისაა, რომ სიაში მოხვედრილ საუკეთესოებზე გადასარევი ხალხი წერს პატარა რივიუებს, გაერთობით

1. არეტა ფრანკლინი
2. რეი ჩარლზი
3. ელვის პრესლი
4. სემ კუკი
5. ჯონ ლენონი
6. მარვინ გეი
7. ბობ დილანი
8. ოტის რედინგი
9. სტივი უანდერი
10. ჯეიმს ბრაუნი და სხვები
P.S. დიდი ბითურობა ასეულია ისე, ჩვენში რო დარჩეს

Friday, December 5, 2008

Enough is enough

რა საოცარი გადაცემა შეემატა ქართულ უმდიდრეს სატელევიზიო ფონდს, საოცარი.
გულისგამაწვრილებელი მაია ასათიანი თავისი დაუსრულებელი "პროფილით".
ძაან გამიკვირდა მეორე გადაცემაც რო გამოუვიდა, იმიტო რო პირველ გადაცემაში უკვე მთელი საქართველო ყავდა სტუმრად და მეორეში ვინღა უნდა მოეწვია ვერ მივხვდი, მარა საქმეში ხარ? მეორე კიარა, მესამეც მოახერხა და მეოთხეც და ეჭვი მაქვს, კიდე კაი ხანი შეჭამს ტვინს.
და პირველი არხი რა ტანჯვაა, მერამდენე რეინკარნაცია განიცადა სათვალავი ამერია უკვე. მაინც არ უქნია გამჩენს.
მე მეჩვენება თუ საააააოცრად ცოტანი ვართ? ქვეყანა კიარა ერთი კორპუსი ვართ მგონი, ერთი სადარბაზოთი, ამოიწურა ვსო, ყველაზე ყველაფერი ვიცით, დაგვანებონ რა თავი, ყველა გვყავს ნანახი პროფილშიც და ანფასშიც, ვაააჰ