Thursday, February 28, 2008

John Travolta dancing with Lady Diana

როგორ მეცოდება დაიანა... ძალიან ცოდოა...

Wednesday, February 27, 2008

სულ ერთი ბეწო საფუძველი აქვს ამ წარმოსახვას

ყველა ამბობს, რო არ იცის, რატო უყვარს, რა უყვარს მასში... უბრალოდ უყვარს.
მარა ძალიან მაგარია, როცა იციან და ამბობენ კიდეც რა...
მთქმელისთვისაც არაჩვეულებრივი შეგრძნებაა და გამგონისთვისაც
თქვი, რომ გიყვარს მისი ხელები
მზერა
ღიმილი
ხმა
წარბებით რო რაღაც უცნაურ ჟესტს აკეთებს აი ის
შენს ნივთებს რო ათამაშებს ხელში ანგარიშმიუცემლად, ის გიყვარს
შენთვის საყვარელ და მნიშვნელოვან საოცარ წვრილმანებს რო ამჩნევს, შეიძლება არ თქვას, მაგრამ ისე შემოგხედავს, რო მიხვდები, ზუსტად ერთსა და იმავე რამეზე გაიფიქრეთ
თქვი, რომ გიყვარს, როგორ გეხება, ფრთხილად, თბილად... და როგორ უნდა რო შეგეხოს უფრო არაფრთხილად და ვნებიანად
და კიბატონო, თქვი, რომ გიყვარს იმიტომ რომ გიყვარს...
თუ თავდაჯერებული არა ხარ, ძაან ძნელია ცხოვრება.
ადეკვატურად თავდაჯერებული.
რა ძალიან ძნელია...

Tuesday, February 26, 2008

ჩემი ოქრო ჩემთან

ჩამოვრჩი პუწიპუწი გალივუდსკი ამბებს:) წელს ოსკარებზე ისეთი ფილმები იყო წარდგენილი, ნანახი კი არა გაგონილიც არ მქონდა.
ვერც იმას ვიტყვი, რო ყველა მსახიობი ვიცანი, საგრძნობლად ხანშიშესული ძველების გარდა:)
მარა რაღაც ძონძი ცერემონიალი იყო წელს, გაპრანჭული, როგორც ყოველთვის და რაღაც უხეირო.
რა ეცვა და ეხურა ამ მილიონერ ხალხს, ყანჩებივით ცალი ფეხით რო უპყრიათ მსოფლიო სფერო (ნ.დ.), ცალკე ტრაგედიაა.
მარა მაინც მიყვარს ამ ვითომ 'სვეტსკი' ამბების გაგება, ყურება, ვერთობი ძაან, რა ვქნა?:)

ერთ გამაგებინა ეს ანგელოზივით ჰაიდი კლუმი რამ გააყოლა ამ ბარჯაკუზუ სილს და მერე მომკლა
პროსტა შეხედეთ რა
უიმმმ

Monday, February 25, 2008

You know that I know...

ორივე ერთსა და იმავეს ფიქრობს, არ ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ ისე ძალიან ფიქრობენ, რომ ბრმაც იგრძნობს, ისე, დაუნახავად, რაღაცით იგრძნობს, გულისცემით გადარეული ტალღების ვიბრაციით ალბათ...
ამ მზერას რო ხედავდეს ბრმა, მთლად გადაირეოდა...

Wednesday, February 20, 2008

არადა ერთნაირი რაღაცეები ხდება


ნეტა რა ხდება ახლა სადმე სხვაგან...

აი ამ წუთას, როცა მე მოწყენილი ვზივარ და სისულელეებს ვწერ, სხვაგან რა ხდება. სხვა ადამიანები რას აკეთებენ. მაგალითად სადღაც კუალა–ლუმპურში...

რა ხდება ერთ ჩვეულებრივ სახლში, ოღონდ სხვაგან.

დაცენტრილი ამელი გამახსენდა, აივანზე რო დგას და ითვლის, რამდენი წყვილი განიცდის ორგაზმს აი ამ წუთშიო:)

Friday, February 15, 2008

'ჩვენც გვინდა'

დღეს ყრუ და ნევროტული ტაქსის მძღოლი შემხვდა.
სიონი მეთქი და მიონთან მიმიყვანა. ვერც გავაპროტესტე უჩვეულოდ რო გადაუხვია, სწყინთ ხოლმე დალოცვილებს, გზას როგორ მასწავლიო და...
გაჩერდა მიონთან და მიყურებს დებილივით.
გავცეცხლდი და გადავირიე, წარმოსახვაში...
მარა დანაშაულის გრძნობამ უცებ შუმახერად გარდასახა და 2 წუთით ადრე მოვქანდი ოფისში.
ძაან გამიმართლა რო, ყველა სხვა მძღოლივით, უბანძესი რადიო იმედი არ ქონდა ჩართული და გონებაშეზღუდული წამყვანი ლალის ხმა არ მესმოდა პარალელურად (ავტოწარმოება რენაულტის(!!) სიახლეებს რო აჟღერებს(!!) ხოლმე).

...ეს ყვავილებიც გამხმარა. კიდე კაი. არ შემიძლია ფოლგაში გახვეული გაუგებარი ყვავილები მანათობელი იასამნისფერი დახვეული ლენტებით, უიმმმ.

ჰოდა იმის თქმა მინდოდა (ვისთვის არ ვიცი მარა მაინც...), გუშინ დამეზარა ამაზე დაწერა და აი დავუშვათ წმინდა გვადალუპეს დღის აღნიშვნა რო მოვინდომოთ, რა მოხდება ნეტა.
აცხონოს ღმერთმა ვალენტინიც და სხვებიც, კაცო, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო სიყვარულისნაირი მშვენიერი მიზეზით სხვა ხალხის დღესასწაულის აღნიშნვის (:)), მარა აზრზე არ არიან ესთეტიკის, მითუმეტეს უცხო ხილის ესთეტიკის, ამიტომაც ჩანს ეს ყველაფერი ასეთი უგერგილო, სასაცილო და ნაძალადევი... როგორც ბევრი რამე ამ ქვეყანაში.

რა ვქნა, რა გავაკეთო...

Tuesday, February 12, 2008

- I'm not superstitious... I'm littlestitious:))

Friday, February 8, 2008

უბრალოდ გადაუარა...


დაკარგულების მეოთხე სეზონი გამოვიდა, ორი ეპიზოდი...
იმდენხანს ველოდე, რო გადამიარა. რა უბედურებაა.
Watching and ... I don't feel kind of really back into it...

ეს მარტივი შემთხვევაა, მარა ხანდახან მნიშვნელოვანი რამეები გადაუვლით ხოლმე ადამიანებს, ფიჰ...

Monday, February 4, 2008

TMI - too much information

დაბალი, სასიამოვნო ხმის ტემბრი
ცოტა ზანტი მიხვრა–მოხვრა და სიარულის მანერა
ოოოოდნავ ზანტი საუბრის მანერა
ოდნავ მოხრილი მხრები
გემრიელი, ღიმილიანი გამოხედვა... ხანგრძლივი, თბილი...
და ხელები... კაცური ხელები