Thursday, September 27, 2007

წვეთი კიარა, მოლეკულა...

რამდენი რამე არ ვიცი, ღმერთო ჩემო...
ფაქტიურად არაფერი ვიცი. რამდენი დაწერილა და თქმულა, რამდენი აშენებულა, მემილიარდედი არ მინახავს და წამიკითხავს და გამიგია იმის, რასაც კაცობრიობა ამდენი ხანია ქმნის...
და მაინც ვცხოვრობ, ციცქნა გარემოში, რომელიც (სასაცილოა, მაგრამ) იმხელა მგონია ხანდახან... არადა რამხელაა ეს დალოცვილი სამყარო საკუთარ ცხვირს იქით. თვალუწვდენელი, მრავალფეროვანი, ყველაზე ნამდვილიც და ყველაზე ფანტასტიკურიც... არაჩვეულებრივი ადამიანებით, ულამაზესი ადგილებით, მრავალფეროვანი ურთიერთობებით გაძეძგილი

ზღვაში წვეთი როა იმაში ვცხოვრობ ფაქტიურად, წვეთში ვცხოვრობ და მიხარია :)

Wednesday, September 26, 2007

რა ლამაზად მღერის ევა კესიდი, საოცრად...

მომკლა ამდენმა უშაქრო ყავამ...

წეღან ფილარმონიასთან, გაგანია მოძრაობაში, ვიღაც ბებო ისე უგულისყუროდ გადადიოდა გზაზე, მემგონი თავს იკლავდა და ფრთხილმა მძღოლებმა არ აცალეს... გული კინაღამ გამისკდა.
მარა გადავიდა რა...

გავიყინე.

Tuesday, September 25, 2007

Katie Melua duets with Eva Cassidy

Somewhere over the rainbow...

Beautiful song, beautiful performance... touching some deeper place in my heart...

Monday, September 24, 2007

I've got you under my skin...


Is there ANYTHING I can do?...:(

რამდენი უბედურებაა გარშემო...
აღარ შემიძლია რა
ადამიანებს ყოველ წუთს თავზე ენგრევათ ცხოვრება. აი უცებ. ქონდათ ცხოვრება და აღარ აქვთ ... აღარაფერი
ყველაზე ძნელია ნუგეშისცემა
რა გინდა რო ქნა, ან თქვა... რა ნუგეში... სადაა ნუგეში... ძალა გინდა საკუთარ თავში რაღაც, რო გადარჩე და არ გადაირიო, უნდა გინდოდეს, რო გადარჩე...

რას უძლებს ადამიანი, დაუჯერებელია

ხო განუზომელია სევდა და თანაგრძნობა გაუბედურებული ადამიანის მიმართ, მაგრამ ასჯერ ძლიერია იმის ფარული განცდა, რო ეს შენ არ დაგმართნია, გულში ისტერიულად რო იმეორებ 'ღმერთო დამიფარე, ჩემიანები დაიფარე, ყველა დაიფარე, მაგრამ .... ჩემები, ჩემები...'

და რა ბედნიერებაა, როცა რამის გაკეთება შეგიძლია... სულ პაწაწკინტელა ზრუნვა შეგიძლია უბედურ ადამიანზე. ნეტა ყოველთვის შეიძლებოდეს...

Friday, September 21, 2007

ევა ლონგორია და ტონი პარკერი:)

ძალიან საყვარელი ფოტოა, არა?:))

რაღაც აღარ წვიმს...

წვიმა მომენატრა. წვიმას რო მოყვება ხოლმე, ჯაზმაზუნურად, ის განწყობა მომენატრა:)
ჰმ, რა არი ეს? წვიმაზე დამოკიდებული ვარ? წვიმა არ მყოფნის?:)

სიზმარში მაინც მოვიდეს წვიმა...

Wednesday, September 19, 2007

Feelings, ooooo feeelings...

შემოდგომის სუნი მიყვარს, ჰაერში რო ტრიალებს... შემოდგომა არი მყუდრო, შინაური, ხანში შესული ტიპი, მეჩვენება რო ყველაზე უშფოთველი დროა ... და ძალიან მიყვარს.
ცოოტა სუსხიანი საღამო, ბუხარს რო დაგანთებინებს... ცეცხლთან, სავარძელში უხმოდ ჯდომას, შეშის ტკაცუნის მოსმენას და ცეცხლის ცქერას რო მოგანდომებს...
რა რიცხვია დღეს? 19 სექტემბერი... თქმაც კი სასიამოვნოა უბრალოდ :)
კიდე რატო მიყვარს? ჰო კიდე ახალ წელთან ახლოა, რაღაცის დასასრულისკენ და რაღაცის დასასწყისისკენ მივყავარ, ასე მგონია. თუმცა ჩემი უცნაური გამოცდილებით, სიახლე, როცა ყველაზე ნაკლებად ვგეგმავ და ველი, მაშინ დამეცემა ხოლმე თავში. მარა აქამდე ყველა სიახლემ და ცვლილებამ გაამართლა, ახლა მივხვდი ამას. ჰმ, რა მაგარია

Tuesday, September 18, 2007

You won't regret it...:)

რა მაგარია სიცოცხლე...
სასწაული
ჰმ... უნებურად ერთი ძაან საყვარელი ადამიანის საყვარელი სიტყვა ვთქვი:) უცნაურია როგორ ითვისებ ასეთ რამეებს... რაღაცნაირი სითბო გეღვრება გულში, როცა რაიმეს ისე აკეთებ, როგორც ის, შენი საყვარელი ადამიანი (ან ადამიანები), ღიმილით... იცი რო ზუსტად იმას და ისე აკეთებ, როგორც ის და ეს საშინლად სასიამოვნოა:) წამხედურობა სხვა რამეა, აი ეს – სხვა:)
არაჩვეულებრივია, ფანტასტიური...

Monday, September 17, 2007

პიპო–პაპოოო:))

აი რაც ყველაზე მაგრად მინდა გამომდიოდეს, იმაში ვარ დებილი. ეს რა ჭირი მჭირს?!

დღეს პირველად ვატარე მანქანა. ჩემი ბედი რა ვთქვი (ფუ რა ფრაზაა), ეს მასწავლებელი ისეთი მობლუჟუნე არსება გამოდგა, ნახევარი არ მესმის რაებს მიედ–მოედება. და რატომღაც თვლის რო ეგრევე უნდა გავიგო, რასაც მებლუჟუნება, ვაახ

რიყეზე ჩემებრ უვიცი, დაძაბულსახიანი გოგოები დააბორძიკებდნენ თავიანთ წილ ოპელ–ასტრებს. ერთი მგონი ჩემზე უარესი აღმოჩნდა, ისე ყანასავით მოატრიალა, ჰოდა ძერზკა გადავუსწარი:)) ჩემი ლიჩნი შუმახერი (ისე მაგას რა ვუთხრა) აღფრთოვანდა, ეს რა ტემპერამენტიანი მოსწავლე მყავსო:))

უცნაურია, მარა მე ველოდი რო ძაან ხალისიანი, დაუზარელი მასწავლებელი მეყოლებოდა, ამას კიდე ყელში აქვს ამოსული საწყალს, ორასორმოცდამეათიათასედ, დაღლილი, მონოტონური ხმით იმეორებს ერთსა და იმავეს:
– ცეპლენიაა ყველაფერი, მაგის გარეშე მოტეხავ, იპოვე ტოჩკა და ნელნელა ამოწიე, ჩააგდე, ამოაგდე, სარკე, რული.... ბლა–ბლა (სტილი დაცულია)
გულუბრყვილო ღიმილი არ შველის, ყელში აქვს ყელში! :))

ხვალ ისევ უნდა ვიჯახირო .... და მერე აუცილებლად ავტომატიკას ვიყიდი:))
სად შემიძლია ამ ძრავის ღმუილის კატეგორიების გარჩევა და ისა კიდე, ცეპლენიეს ტოჩკის (უიმმმ) ძებნა კანჭის კუნთებით.

ანჯელინა და შაილო, the Branjelina baby:)


We make rules?

My friend insists we do...
Are there any rules in fact I wonder...

Friday, September 14, 2007

And Now Ladies and Gentlemen


რა ლამაზად მღერის ეს პატრისია კაასი
დიდად არ მიყვარდა, სანამ ლელუშის ერთ ძაან კარგ ფილმში არ ვნახე, იცით ყველამ 'And Now Ladies and Gentlemen'
რაღაცნაირად შემეცვალა წარმოდგენა, იმ ფილმში ფანტასტიურ სიმღერებს მღერის ფანტასტიურად და იმიტომ ალბათ. ცოტა იმიტომაც, რომ სხვებს არ გავს... სვეტსკა თამაშობს, ტიპაჟიც ძალიან საინტერესოა
უცნაურია, ყოველთვის მინდა ამ ფილმის ნახვა. ლამაზი, ცოტა სევდიანი, მშვიდი ფილმია, ჩემი მეგობარი 'ტასკა ფილმს' ეძახის, მარა მე ძალიან მომწონს :)

კინოს სახლი არი ადგილი, სადაც მსოფლიოში ყველაზე ცოტა ხალხი დადის ფილმის სანახავად:) არაფერი ჯობია იქ ჯდომას, ვგიჟდები. მარა იქ ჯერ არ უჩვენებიათ... ველოდები

ერთი–ორ მშვენიერ სიმღერას დავდებ, თუ მოგეწონებათ:)

Wednesday, September 12, 2007

ადამიანი ადამიანისთვის დღეა...

კოპირაიტი დაცულია, გ.დოჩანაშვილი

:)

დღეა
ღიმილია
სიხარულია
სიყვარულია
იმედია
ნუგეშია
სიტყვაა
მოფერებაა
სიგიჟემდე მონატრებაა
უბრალოებაა
წამო კაცო, ორნი თმით ვითრევთ, წამოო–ა :)

ცუდიც ბევრია მარა არ ვფიქრობ ამაზე

რა იქნება მარტო კარგი რამერუმეებისგან რო შედგებოდეს ცხოვრება... რა მშვენიერი იქნებოდააა
არ მითხრათ ახლა ცუდიც საჭიროაო, ისაო ესაო, გადასარევად გავძლებ ცვალებადობის ეფექტის გარეშე, ზუსტად ვიცი:))

Monday, September 10, 2007

Do you want to save changes you made to....?

ვცვლი:

დონდლო პალასას აქტიურ პალასაზე
კვების გაუგებარ რეჟიმს ადამიანურზე
10 კილოგრამს .... ნუ...ეეეე... ვყრი:))
კიდევ ორიოდე შტრიხს და მოგახსენებთ მოგვიანებით:)))

მეზარება წერა

ნეტა ერთი ვის აღელვებს :))
ტოჟე მნე ესსეისტკა...

Friday, September 7, 2007

Tribute to sweet week-end

აუ რა მაგარია შაბათ–კვირა... წყნარი, მშვიდი, სახლში ბორიალით და თვალების გამოღამებამდე კინოს ყურებით, საყვარელი რაღაცმაცუნების კითხვით, საკუთარი ხელით ნებისად მომზადებული გემრიელობების ჭამით და ტახტზე კოტრიალით რო შემოფარგლება ისეთი

და რა მოკლეა ეს დალოცვილი...
ვგიჟდები შაბათ–კვირაზე
ფაქტიურად შაბათ–კვირიდან შაბათ–კვირამდე შაბათ–კვირაზე ოცნებაში ვატარებ დროს :))

ხო რა...

ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.

:)

Thursday, September 6, 2007

See the little hearty on the left?:)


ეს არაფერი არაა, აი მართლა:))))


Who cares for Sep 6??

აი ავიღოთ და განვიხილოთ 6 სექტემბერი, ხუთშაბათი... ეს უმაქნისი, ღნიღვი დღე ესა.
დილიდან გადავემტერე, რას ვერჩი არ ვიცი, რო გამითენდა საერთოდ მადლობელი არ უნდა ვიყო? მარა არა, ასეთი უმადურია ადამიანის ბუნება, მეგობრებო...

ლუჩანო პავაროტი გარდაიცვალა:(


აუუ...
ძალიან დამწყდა გული, საშინლად...


Wednesday, September 5, 2007

Mood...


არ ამოხვიდეთ!

არიან ადამიანები, რომლებიც სულ ლაპარაკობენ. ჯანდაბას რო თავისთვის ლაპარაკობდნენ, არა! ეს არი ადამიანების კატეგორია, რომელსაც კონტაქტი წყურია! მოითხოვს დიალოგს, ყურადღებას, მოსმენას, თანაგრძნობას რაღაც სრულიად გაუგებარი, არაფრისმთქმელი, გამანადგურებელი სისულელების გამო, რაზეც ლაპარაკობს.

ნუ... საშინელებაა, მსუბუქად რო ვთქვათ.

ასეთი ადამიანები გაუგებარია ვის და რატო ესალმებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისას, ჯდებიან ყველაზე მოუხერხებელ ადგილებში, იმიტომ რომ მალე ჩადიან (!!! მალე არა ის!!), თან აქვთ უზარმაზარი, ჭრაჭუნა პარკები, ყოველ წუთს თავის იატაკზე დაკვრით იხდიან გულისგამაწვრილებელ ბოდიშს იმის გამო რო წინ მჯდომს აწუხებენ ამ პარკებით და საერთოდ თავიანთი არსებობით, ყოველთვის აქვთ გაფუჭებული მობილური ტელეფონი, რომელიც განუწყვეტლივ რეკავს (ნუ ზარი... ჯოჯოხეთი) და არაფერი არ ისმის და გადაურეკავს (!!)...

და რა ბედნიერებაა, როცა ისინი ბოლოსდაბოლოს ჩადიან....

Tuesday, September 4, 2007

Geronimo

'კაცი, რომელიც ამთქნარებს'

:))

სახელი აქვს სასაცილო თორე სულ არ ქონია საქმე სასაცილოდ ამ უბედურს... 25 წელი იბრძოდა და რა... ვერაფერი. დანებდა ბოლოს

რა უქნეს ამ ხალხს...
ნეტა რო ეცლიათ რა გამოვიდოდა ამ საქმიდან

გზები, გზები...


Where are you taking us...

Monday, September 3, 2007

J.Lo tree:)))


დონდლო ფაზა, დონდლო!!

ადრე მაღელვებდა ორშაბათის მოსვლა.
ახლა სულერთია, ისე სწრაფად გადის დღეები, გინდ ორშაბათი ყოფილა, გინდ კვირა, ერთი ოხერია...
სულ მგონია რო ვერაფერს ვასწრებ
სულ მენანება გასული დღე
სულ იმაზე ვფიქრობ, რა შემეძელო და არ გავაკეთე იმ დღეს

რა უბედურებაა, თუ გინდა ადექი და გააკეთე, წადი, მოდი, დაურეკე, ნახე, ელაპარაკე, გაუღიმე...
არ ჩაჯდე მანქანაში არა, ფეხით წადი, იქნებ რაიმე იდეა გაგიჩნდეს და სადმე გადაუხვიო, უჩიჩინებ საკუთარ თავს და ანგარიშმიუცემლად აჩერებ ტაქსის და მიდიხარ... მაინც სახლში მიდიხარ.

ეს რა ჭირი მჭირს:)