Friday, August 31, 2007

დიდი ადამიანები (ნაწილი IV)


რა უნდა დავწერო ნოდარ დუმბაძეზე არ ვიცი...
თვითონ დაწერა იმდენი ამ არაჩვეულებრივმა ადამიანმა, იმდენი და ისეთი... კაცობრიობას ეყოფა გადაშენებამდე.
რამე ნაწყვეტის დაწერა მინდა და ვერ გადამიწყვეტია, რომელი ერთი.
გენიალური, საოცრად ახლობელი, სევდიანი, იუმორით გაჟღენთილი, უბრალო, ამაღელვებელი, მოუბეზრებელი, წყალივით დამაურწყებელი და ჰაერივით სასუნთქი... აი ასეთი რამეები აქვს დაწერილი ჩემთვის
და როგორ მენანება, როგორ...
წაიკითხეთ დიდრო :) ბევრი არაფერი დევს ინტერნეტში სამწუხაროდ, ჯერ

Thursday, August 30, 2007

Jazz is raining:)

And my heart's jazzing...

არა?

რა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება, განსაკუთრებული ადამიანები რო არ არსებობდნენ.
გავიდა ზაფხული...
უიმეე, გაფრინდა. გააჭირა საქმე, რო იტყვის უნდა წავიდეო ვერ გადაათქმევინებ.
ოღონდ განწყობა დამიტოვოს ჩემი, არ გაყვეს. ასე იცის სულ, მოხიკავს ყველაფერს და ჩაუძახებს თავის უძირო ჩემოდანში...

დღეს როგორც იქნა მთელი რვა კაციანი შემადგენლობა გამოცხადდა ოფისსში, რამდენი ვართ?!:)) ძაან ყაყანია:)))
სიცილი
ზაგრის შედარება
სადაა რაზნიცა?!
გოგო არაფერს ჭამდი??
აუ შენ სულ არ გარუჯულხარ
აუ ისევ იქ მინდა
აუ აქ რა ჯანდაბა მინდა
აუ ეს ყავა ჯერაც არ გათავებულა??

ბოსმა ჩაახველა. დაიშალნენ. გაიხაროს მაგან ოჰ. სად შემიძლია...:)

მუსიკა ყურებში და ეგ არი:)

Wednesday, August 29, 2007



ჩემი და და დისშვილი, ძალიან საყვარელი ადამიანები, თამუნა და სანდრო:)

რაღაცა შეიცვალა

აი უცებ. საერთოდ არ ველოდი, უფრო სწორად არ მეგონა...
რამდენი გაქვს ნაფიქრიიიი, ძალიან ბევრი.
მარა რაღაც პატარა ნაპერწკალი, გიჟური, ყოველთვის რო იცოდი სადღაც გულის კუნჭულში რო ღვიოდა, ადგება და ისეთს დაატრიალებს წამში, ყველაფერს დაჩრდილავს და თავის ჭკუაზე შეაბრუნებს...

ნეტა როგორაა სინამდვილეში, როგორი ხარ შენ, როგორები არიან ადამიანები ირგვლივ...

ვაბშე რეებზე ვფიქრობ... არადა არ მიყვარს მარტივი რამეების გართულება, არ ღირს და იმიტომ...

ჰოდა არ ღირს. უბრალოდ ის რაღაც შეიცვალა

my favourite regret...


'შენ ჩემი საყვარელი სინანული ხარ'

ასეთი ფრაზა თქვა გუშინ "მედიუმში" ერთმა კაცმა, მკვდარმა რაღათქმაუნდა...

მომეწონა

მეც მყავს საყვარელი სინანული...:)


ფიჰ


რამდენ რამეს ნანობენ ადამიანები, რო შეაერთო ალბათ ერთი დიდი სინანულის ოკეანე გამოვა თავის მიქცევ–მოქცევებით, ღრმულებით, აისბერგებით... ოღონდ ამ ოკეანეში მოწყენილი თევზები და ვეგეტარიანელი, კეთილშობილი ზვიგენები იცხოვრებენ...

Monday, August 27, 2007

Back to real life

არა რა ზღვა, არ დაიჯეროთ.... თვალით არ მინახავს შარშანდელს აქეთ

სამაგიეროდ ბავშვის დევნაში დავხელოვნდი :)) ვიცი, როგორ უნდა აბოლო წლინახევრის ბავშვი რო დედა მალე მოვა და თუ ერთ კოვზაც შეჭამს, ატაში წაიყვან, ფხუკ:))

არა ძაან კარგი იყო ორი კვირა სახლში...
დიდი ხნის უნახავი უსაყვარლესი ადამიანები, პატარა ადამიანიკო, ჩემი სანდრინიო, ისე შევეჩვიე... ძაან გამიჭირდება მის გარეშე... ასეა, შეეჩვევი რაღაც ძალიან კარგს და მერე უნდა დაშორდე ისევ...ფიჰ

დილას სანდრიკოს გაღიმებული ციმციმა თვალები და ჩურჩული – ქექააა :) ფანტასტიურია, გული გითბება, გგონია რო ყველაფერს შეძლებ და გააკეთებ ამ პატარა არსებისთვის...

სამსახური რა .... მოვედი და hey, Keti, where've u been? u know I looked at that cash request, the last figure has to be...blah-blah... რა თბილი მოკითხვაა არა?:) უიმმ, ვინ არიან ეს პინგვინები?!

რაღაც მოწყენილი ვარ, ძაან...
მერე დავწერ

მოკლედ მოვედი რა...

Friday, August 10, 2007

I'm out of the coverage area...:)


ჩავადგე, ჩავაგდე, სამქულიანი, ორკვირიანი:))
შვებულება ბავშვობაში რა მეგონა არ მახსოვს, რაღაც უცნაურობა, ისევე როგორც ჯანდაბა მეგონა დიდი ტაშტი და სტიმული კიდე თევზის სახეობა...
ორი კვირა უნდა დავისვენო. ტრუდაგოლიკებისთვის რაღაცა ზესიტყვაა ეს შვებულება.
მოკლედ ბატონო ვასო, მე შესვენებაზე გავდივარ და შეიძლება აღარ დავბრუნდე... არა შეიძლება დავბრუნდე კიდეც... :))

Raindrops keep falling on my head...

წვიმს.
ესე იგი დღეს კარგად ვარ.
წვიმა, სიგრილე, სიმშვიდე, ჟილბერტო ჟილის უტკბილესი ხმა, ძალიან საყვარელი ადამიანის მეილი და ღიმილი, ბეევრი ღიმილი:)
ასე ყველაფრის გაკეთებას შევძლებ, რა მაგარია.

ჰო, დღეს შვებულებაში გავდივარ.
რა უცნაურია, ისე ველოდი და ... მოვიდა დრო და არც არაფერი – ვა, შვებულება?! კაი:)

Wednesday, August 8, 2007

რა დღეა დღეს?
მაცივარი მაინც მქონდეს, გამოვაღებდი და გაზგასულ ბორჯომს საქმიანი სახით დავისხამდი. არი მომენტები (ფუ რა გამოთქმაა), როცა ვაჟა ზაზაევიჩის მიბაძვა გინდება, ვაჟა ზაზაევიჩად გრძნობ თავს, თან რეგვენი მძღოლი ალეც გყავს, რომელიც სულ საძებნია და ბანკშიც ყოველ 2 წუთში ერთხელ დარბიხარ... თან ეს სიცხე, იროდიონი (!) შვებულებაში, მათხოვე–დაგიბრუნებ... არა ნუ ძაან გავს.


:)

Tuesday, August 7, 2007

I once used to feel like this

კიდე 5 წუთიც და მიხვალ...როგორც იქნა. მზე გადასული, ჰაერში რაღაცნაირი სიმყუდროვე
ზანტად მიუყვები ზარმაც აღმართს
ჩვეული გახედვა ტაძრისკენ, რომელიც შენდება
მერე სათამაშო მოედანი, შენსავით დონდლო კი არა თვალებგაბრწყინებული ბავშვებით, ისევ თამაშობენ, რა კარგია
ეე, ნელა, სკეიტბორდი! ჩაიქროლა... ერთხელაც მივალ ამ ბავშვთან და ვთხოვ მათხოვე–მეთქი
არ მათხოვებს ალბათ, შეეშინდება არ გამიტეხოსო. საუკუნეა აღარ ვმდგარვარ, გვარიანად დავილეწები მგონია
– საღამო მშვიდობისა
– გაუმარჯოს
– რა დაღლილი მოდიხარ
– ხოო, არადა სულ ვიჯექი :)
რა სულელური პასუხია, აუცილებელია დარბოდე რო დაიღალო თუ რა... მარა აი ესაა შტამპოვკა პასუხები, აბა რას მეკითხება ეს დალოცვილიც ყოველდღე ერთსა და იმავეს, წაიღო ტვინი.
აკვიატებული Garota de Ipanema, ღიღინებ და გავიწყდება მაღაზიაში შევლა სტანდარტული მისიით 'პური ამოიტანე'...
ეს მიშკა ისევ იმ შორტით დადის, აი ახლა გამოიხედავს და მეტყვის ანგელოზს და ქერუბიმს სალამიო... რა საყვარელია. გუშინ მეზობელი ჩიოდა, სახლის სახურავზე ადისო და ლექსებს წერსო, იქ მუზა მოდისო. რაა ახლა ესო. რას ერჩიან, წერს ბავშვი თავისთვის, უიმმ
კარი, კიდე ერთი კარი, სიგრილე, ღიმილი, შორტები, ცივი წყალი, სავარძელი, ცალი თვალით სერიალი, ცალი ყურით დღის ჭორები.... სახლი:)
მიყვარს მშვიდი დღეები, ირგვლივ სრულიად ადამიანური, ჩვეულებრივი, ნაცნობი წვრილმანები, რო გგონია, როგორ შეიძლება სადმე რამე ცუდი ხდებოდეს, როცა ასეთი რამეებია ირგვლივ, როცა ადამიანები მშვიდი სახეებით მიდი–მოდიან, ყიდულობენ სასუსნავს სახლში წასაღებად, ჩერდებიან ახლობლებთან გამოსალაპარაკებლად და გაუცვლიან ერთმანეთს ორიოდე ადამიანურ სიტყვას, ბავშვები ბედნიერები თამაშობენ ბადმინტონს და ყოველწუთს იცქირებიან მშობლებისკენ, აბა თუ დამინახეს, რა მაგრად დავარტყიო...
წვრილმანები, შეჩვეული და სიმშვიდეს რო გაგრძნობინებს ისეთი წვრილმანები...
როგორ მიყვარს
რა გულუბრყვილო წარმოდგენაა ისე ცხოვრებაზე...:)
მარა მე მაინც მიყვარს. მჭირდება ასეთი რამეები ძალიან

:)



Monday, August 6, 2007

არღნის ხმა მიყვარს

გურამ თიკანაძის ფოტო. ძველი თბილისი, 1955

C'est la vie...

ჰოო... ბედნიერების შეგრძნება როგორც წესი ძალიან ცოტა ხანს გრძელდება. ზუსტად ვიცოდი რო ასე იქნებოდა. ჰმ... ინტუიციას ეძახიან ამას, არა? ისეთი ალესილი მაქვს, მე თვითონ მეშინია.
ასეა, რაც ყველაზე კარგი მქონია ცხოვრებაში, ძაან ცოტა ხნით და მძაფრი შეგრძნებით, რომ მალე აღარ მექნებოდა. რა უცნაურია, იცი, რომ მალე ხელიდან გამოგეცლება და მაინც ვერაფერს შვები, იმიტომ, რომ დარწმუნებული ხარ, ვერაფერს შეცვლი. იმიტომ, რომ იმათ რიცხვს ეკუთვნი, ვისაც სჯერა, რომ fate is behind everything.
მერე იწყება – ალბათ ჩემი ბრალია, ის არ უნდა მექნა, ეს არ უნდა მეთქვა ან პირიქით, უნდა მექნა... რაც გემართება, ყოველთვის შენი ბრალია.
და მორჩა...

Thursday, August 2, 2007

იმეტყველეთ, ადამიანებო, თქვით!

როგორი მნიშვნელოვანია, ადამიანებს ესმოდეთ ერთმანეთის. ნუ თუ ძალიან კარგად არა, ერთმანეთის საქციელის ობიექტური შეფასების უნარი მაინც რო ჰქონდეთ, მინიმუმ... ნათქვამი "გამიხარდება შენი ნახვა" არ ეგონოთ "მოკლედ, თავი მომაბეზრე რა"–ს ეკვივალენტური გამოთქმა, ხვდებოდნენ, რო კითხვები ძირითადად იმიტომ არსებობს, რომ პასუხები გაეცეს, რომ დუმილი რეალურად არაფრისმაქნისი რამეა და სრულებით არ ნიშნავს თანხმობას (უიმმმ), და საერთოდაც, ღირს იმის დაშვება, რომ ერთ ორთქლმავალს მართლა შეიძლება ჰქონდეს ორზე მეტი ძალა, გააჩნია რა შემთხვევაში, ვაახ! (ფრაზა "ღიმილის ბიჭებიდან", კოპირაიტი:))

Wednesday, August 1, 2007