Saturday, May 23, 2009

Rita Hayworth

ულამაზესი რიტა ჰეივორტი, ნუ აბსოლუტური მომხიბვლელობა:)

Saturday, May 9, 2009

Jacob? Seriously??

გადაბრუნებული მაიკასავით ადამიანები ხო არსებობენ? აი იარლიყი რო გარეთ ცანცარებს და ნაკერები ფრიად უგერგილოდ გამოჩრილა გვერდებზე.
იმდენი ვილაპარაკე ამ გოგოზე უკვე სინდისი მაწუხებს, ჯოჯოხეთის კარებს ვამტვრევ ორი დღეა და აქაც თუ გადავუარე, შემიშვებენ და კარგად მეყოლეთ მერე.
ეგეთი რამე ცხოვრებაში არ მომსვლია მგონი.

და ლოსტის სცენარისტებმა დაიბიჯეს, ნაწლავები გადაიხლართეს, ყველა ანომალიური დრამატურგიული ხასიათის ფანტაზია აიხდინეს. წარსულში რო მოხდა ის მომავალია, ახლანდელში წარსული ხდება და მომავალში რაც მოხდა, ის საერთოდ არ ყოფილა. გამოვშტერდი.

Wednesday, May 6, 2009

Nina Simone - I Loves You Porgy

ბოლო ერთი კვირის და განსაკუთრებით დღევანდელი აკვიატება.
გენიალური მუსიკა და შეუდარებელი შესრულება.
ფანტასტიურია ბილი ჰოლიდეის ნამღერი, კეიტ ჯარეტის ინსტრუმენტალი და საერთოდ ყველა ვერსია, რაც ბუნებაში არსებობს.
გერშვინი თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. 38 წლის. წარმოუდგენელია.

I Loves You Porgy

სამივე ერთად ისხდნენ, როგორც მაშინ... ბედნიერები რომ ვიყავით.
ჩვენ ორნი რომანტიულად ბედნიერები (გვეგონა), ყველანი ერთად ძალიან ახლო მეგობრები.
უცნაური შეგრძნება მაქვს, ასე რო ვხედავ, ერთად... მეოთხე მე ვიყავი ადრე. ახლა კიდე ისე შორს ვარ. მგონი.
მაგრამ მარტო მე არა.
რათქმაუნდა არაფერი აღარ არი ისე, როგორც იყო. ვეცადეთსავით, მარა არ გამოვიდა. ან სათანადოდ არ გვიცდია. მე იმიტო არა, რო გამიჭირდა და აღარ მომინდა, იმათ იმიტო რო ... ისინი კაცები არიან, დაეზარათ. უცნაური ხალხია კაცები, ერთმანეთის წყენინებას ერიდებიან ('კაცურ პონტში'. ვერასდროს ვერ გავიგებ რა არი ეს სუგუბა კაცური ფილოსოფია რო გონიათ აი ის ფილოსოფია) და ამას ლამის საკუთარი ბედნიერება შეწირონ მთლიანად, საკუთარი და განსაკუთრებით ქალის. ზოგი ასეთია, ზოგი ისეთი, ფორმულა არ არსებობს რათქმაუნდა.
რისი არ მჯერა და ფორმულების ურთიერთობებში.

შევედი და ორ წამში დაიშალნენ.
არ მინდა ასე. ძაან არ მინდა, ვითრგუნები და რაღაც მტკივნეული სინანული შემომაწვება ხოლმე, რომელიც დიდხანს აღარ მიდის და ვიტანჯები.
ცალ–ცალკე თითქოს არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ახლოს ვართ და ერთად. მარა არცერთი არ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც იყო, რაც გვქონდა. ნუ ორიოდე სიტყვით ვთქვით და მორჩა.
წეღან ვცადეთ და ისეთი ნაძალადევი და უხერხული გამოვიდა, გაქცევა მომინდა სადღაც.
ჩემს გულისტკენას ერიდებიან და მეღიმება. მეც ვერიდები იმათ გულისტკენას და მიხარია, რო ვერიდები.

რაღაცა არსებობს.

Monday, May 4, 2009

Converse All Star

გუშინ კეტები ვიყიდე. ოღონდ სად უნდა ჩავიცვა წარმოდგენა არ მაქვს.
ეს რა სინდრომია, რო ყიდულობ რაღაცეებს, რასაც იმთავითვე იცი, წელიწადში ორჯერ თუ გამოიყენებ, მარა მაინც ყიდულობ.
სავსე მაქვს კარადა უმაქნისი ნივთებით, ვგიჟდები პირდაპირ. არადა ერთი შეხედვით ძაან საყვარელი რამეებია. ჩვეულებრივი ადამიანები აქტიურად იყენებენ ეგეთ რამეებს, იმიტომ რომ სამსახურს გარეთ ცხოვრობენ, კლასგარეშე. ასეა, რაღაცეები ძალიან ძალიან მინდა და ვერ/არ ვაკეთებ. კეტებს და კეპკას სახლში მაინც ჩაიცვამ და დაიხურავ, სარკის წინ, ანდა მაღაზიაში ჩახვალ და მსუქან გამყიდველ ქალს დაენახვები (რა სასოწარკვეთილებაა:)), მაგრამ აი სხვა რამეები? რისი გაკეთებაც, ისევე როგორც სინამდვილეში სპორტული ტანსაცმლის ტარების შანსის გამონახვა, ყოველთვის შეიძლება? იმას ჩალიჩი უნდა. რო ადგე და ამდენი ხნის ნალოლიავები ოცნება აიხდინო და გიტარაზე დაკვრა ისწავლო გაცილებით მეტი საჩალიჩოა, ვიდრე გუდვილამდე ჩათრევას და კეტების ყიდვას სჭირდება. არადა რამხელა სხვაობაა?!! სად კეტები და სად გიტარაზე დაკვრა რო შეგიძლია, იმით მიღებული სიამოვნება. მემგონი დებილი ვარ. ნუთუ უფრო მნიშნველოვან რამეებშიც ასე ვერ ვიაზრებ პრიორიტეტებს?! აშკარად ასე იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, კეტებზეა ლაპარაკი თუ გიტარაზე? შეიძლება ისეთ რამეებს არ ვაქცევ ყურადღებას, რისი გაკეთებაც შემიძლია და გაცილებით უკეთ ვიგრძნობდი თავს მეც და ჩემებიც, რო გამეკეთებინა... ოდესმე შეიძლება სინანულის გადაჭარბებულ დოზას ვემსხვერპლო. მერე ვიტყვი, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახდენ მეთქი და სულ თავში უნდა მირტყან ამ დროს.

ჩემი კეტები შეურაცხყოფისაგან გაწითლდნენ ალბათ, წავიდე დავხედო.
ეს გიტარა მქონდეს მაინც.