Tuesday, May 27, 2008

რა არის ამაში ისეთი?

ძაან დიდი ფუფუნებაა ეტყობა ადამიანურად, ჩვეულებრივად რო დაგელაპარაკონ. აი მიკიბ–მოკიბვის, სრულიად აუხსნელი კომპლექსების, გავარჯიშებული რეჩის გარეშე, უბრალოდ შემოგხედონ თვალებში და დაგელაპარაკონ. ეს თვალებში შეხედვა მხოლოდ პათეტიკური გამოთქმა სულაც არაა. მართლა არის რაღაც მნიშვნელოვანი ამაში, ერთდროულად აადვილებს და აძნელებს სათქმელს, მაგრამ უმეტესად მაინც უთქმელს არ ტოვებს, გარდა შემთხვევებისა, როცა მაჯლაჯუნა რაღაც ეჩხირება ადამიანს ყელში და იაფფასიან ფილმებში დებილური მუსიკის თანხლებით რო გარბიან ხოლმე ასევე დებილური გამომეტყველების მქონე გმირები, ო, არ შემიძლია–ს ძახილით, აი ისე თუ არ დაემართა.
მე რატო შემიძლია ყოველთვის? ვერა ვარ თუ რა? მეორე უბედურება – ეტყვი და ისეთს გეტყვის [ანუ გაჯახებს, გადასარევი გამოთქმაა], წაიქცევი...
ფაქტია, ზოგ ადამიანს გაცილებით უფრო უჭირს კეთილგანწყობის მიღება, ვიდრე წყენის და მტრობის. უფრო ადვილად უმკლავდება უარყოფით ემოციას ვიდრე დადებითს, იმიტომ რომ მიუფურთხებია 'სენტიმენტებისთვის', და ვინც უბღვერს იმას ორასჯერ უარესად შეუღრენს და თვითკმაყოფილებას იგრძნობს.
გაბოროტება ქვია ამას მგონი. კარგად გამოხატავს საქმის დრამატულ არსს ეს გამოთქმა.
არიან ისეთებიც, რომელთაც ცოოოტა არამდგრადი ფსიქიკა აქვთ და ადვილად ითრგუნებიან რაღაცეებით, ძირითადად რათქმაუნდა წარუმატებლობით და განგებ ირჩევენ გაბოროტებულის პოზას, თავდაცვისთვის. ძაან დასანანია, იმიტომ, რომ საერთოდ არაა საჭირო ასეთი თავდაცვა. იმიტომ, რომ ვისაც მეტ–ნაკლებად შეუძლია დაინახოს დაფარული რამეები, იმისთვის ცხადი ხდება, რო გაბოროტებული არ ხარ, უბრალოდ გინდა ასეთი ჩანდე, ასე გაწყობს, ბუნებრივი რესურსი გაბოროტებისთვის ღვთისმადლით არ მოგეპოვება და იმიტომ.
მეორეს მხრივ, ცოტა სასიამოვნოა ღიმილით რო ფიქრობ, მე ხო ვიცი, რომ ასეთი არ ხარ...:)
მაგრამ ამის გარეშეც იოლად გავალ კაცო, ოღონდ არ იყოთ გაბოროტებულები, ოღონდაც არ იყო განგებ სხვანაირი... რა ყრია ამაში, არ მესმის.
უბრალოდ მიიღეთ კეთილგანწყობა [by extension, friendship or love], მშვიდად, ღიმილით, თუკი გიხარიათ, შიშის გარეშე რაც მთავარია, რაღაც ჰიპოთეტიური, გაუგებარი ვალდებულების შიშის გარეშე, იმიტომ რომ არ მწამს ვალდებულების შეგრძნებით დამძიმებული ურთიერთობა, ოღონდ დამძიმებული.

Wednesday, May 21, 2008

მინდა, რომ მე ვიყო მიზეზი...

ჩემს გამო გრძნობდეს თავს ბედნიერად
ჩემს გამო ნანობდეს, რასაც ნანობს
ჩემს გამო უყვარდეს სიცილი
ჩემს გამო მოიწყენდეს ხოლმე
ჩემს გამო ჰქონდეს ყოველთვის იმედი
ჩემს გამო იყოს მშვიდად
ჩემთან როცაა, გრძნობდეს, თითქოს სახლშია (ეს ერთ ფილმში თქვეს და ძალიან ჩამრჩა გულში)

Let solely him feel this way, just him... is that too much to ask?
Let him see... and most of all, let him want what he sees...

Please:(

Thursday, May 15, 2008

мой стакан газировки для полного счастья:)

მესწავლა რამე ინსტრუმენტზე დაკვრა რო გავფშიკე ფეხები ბავშვობაში, რა იქნებოდა. მშვენივრად გამომდიოდა ფორტეპიანო (რა სვეტსკა ქვია:)). რას ავიჩემე არ მინდა მეთქი აღარც მახსოვს. ახლა ვნანობ უსაშველოდ.
რაც ამ საქმისთვის ჯანსაღი ნერვული უჯრედები და დროა საჭირო სულ დავხარჯე, აზრი აღარ აქვს ცდას (მე კი მაინც ვცადე და სამარცხვინოდ ჩვფლავდი)
რატომღაც მგონია რო გიტარას მაინც ვისწავლი, არ არსებობს არ გამომივიდეს. ოღონდ გიტარასთან ერთად ეფექტური სმენის დამხშობი ბურთულები უნდა ვიყიდო ჩემებისთვის, თორე სახლიდან გამაგდებენ.
ჰარმონიკას წვალება ნელ–ნელა გამომდის და ძაან მახალისებს. მარა გიტარას მაინც ვისწავლი და სულ მთლად ბედნიერი ვიქნები:)

Saturday, May 10, 2008

Tango fire

სუნთქვისშემკვრელ ტანგოს უნდა უსმინო, არ არი აუცილებელი ცეკვავდე იმ წუთას ფიზიკურად, ან უყურებდე, როგორ ცეკვავენ. მთავარია უსმინო თვალდახუჭულმა (თვალგახელილიც შეილება:)), რაღაცნაირად გემრიელად, როკვით, ტუჩზე ნაკბენი ღიმილით... ო–ლა–ლაა:)
და ამ დროს იყო თავისუფალი, მომხიბლავი, სასურველი, ტანგოსნაირი... შეგიძლია წარმოსახვა დაატრიალო და ისე საოცრად იცეკვო, როგორც არავის არასდროს უცეკვია.

ტანგოს ვერ უძლებს მელანქოლია და უიმედობა, დაიფრენს ხოლმე ჯიგრულად ორთავეს:)

ორი კომპოზიცია ალბომიდან New York Tango, ისიამოვნეთ.

Thursday, May 1, 2008

აღარ მომიყვეთ ანეკდოტები სვანებზე

ზუსტად ვიცი, რო არასოდეს ვნახავ ფილმს 'სვანი'.
უსაშინლესი ძირითადი მომენტები (!) მიამბეს რატომღაც, სულ არ მითხოვია, ყურებზე ხელებაფარებულს უნდა მერბინა ასკინკილით და ლალალა არაფერი მესმის–მეთქი უნდა მეძახა, სწორი იქნებოდა ძაან.
და უჟასი ისაა, რო ვაბშე არაა გამოგონილი ამბავი. ეს რა ჭირი გვჭირს... იმ დღეს ვიღაც ქალი რო მოკლა ბიძაშვილმა, ქმარს ღალატობდაო და შეგვარცხვინაო. მთელი სვანეთი გაიძახოდა აბა რა უნდა ექნაო, ერთი წამითაც არ გვეცოდება ქალიო, ზუსტად ამ სიტყვებით თქვეს, ასეთი კაი ბიჭი შეიწირა, საწყალი ციხეში უნდა ჩაჯდეს მაგის გამოო (!!!), და ისე მე ჩემთვის ვიღაცა მოვკლა პოლიციის რა საქმეაო... კამერის წინ ზურგით მჯდარი ქმარი კნაოდა, რავიცი კაცო, მე არაფერი ვიცოდი, რა ღალატი რის ღალატი, მოვიდა და მოკლაო...
შევიშალე კინაღამ!
რა არი ეს, რა უბედურებაა, სად ვართ???!

მე მიყვარს გამოგონილი ადამიანური ამბები, ვსო

Celebrities with kids (3)

ბავშვის ხათრით, თორე მადონას ფოტო არასოდეს არ მოხვდებოდა აქ. იმიტო რო ვერ ვიტან. ფანები არ შემეკამათოთ:)
ლურდესი ქვია შავტუხას, რა მასტია:))

Celebrities with kids (2)

სინდი კროუფორდის ქალიშვილი ძაან გავს დედას:)

Celebrities with kids

ჯენიფერ გარნერის შვილს ქვია ია:))))) იაკო:))) რა საყვარელია, ვაიოლეტ აფლეკი:)
One fine day...